სტიქია სამეგრელოში - დატბორილია საცხოვრებელი სახლების ნაწილი, ცენტრალური და შიდა გზები

სტიქია სამეგრელოში

სამეგრელოში მოსული ორდღიანი უხვი ნალექის გამო, სტიქიამ მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

დატბორილია საცხოვრებელი სახლების ნაწილი, ცენტრალური და შიდა გზები, ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარდა მეწყრული პროცესებიც.

ამ დროისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. უამინდობის გამო დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

საგანგაშო ვითარებაა წალენჯიხაში, სამეგრელოს ქუჩაზე. აქ წყალი საცხოვრებელ სახლებში შედის. ადიდებულია მდინარე ჭანისწყალი.