წყალი 11 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1773166388
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 მარტს, 10:00-დან 10:45 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, აღდგომლიანთკარი, ნატახტარი, ნავაზი, ნავაზარი, სელექცია, წილკანი. 11:00-იდან 17:00 საათამდე - აბონენტებს საგურამოში, გაზის დასახლებაში, წიწამურში, ახალსოფელში. 13:00-იდან 15:00 საათამდე - აბონენტებს ქ.მცხეთაში გიორგობიანის, აღმაშენებლის, არმაზის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ძველი ქანდა, არმაზი, ნიჩბისი, ციხედიდის და შიომღვიმის ტერიტორიაზე. 13:00-იდან 13:10 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ძეგვი, ხეკორძი, ქსანი, სასხორი, ნიჩბისი. 16:10-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს ზაჰესში მშვიდობის, ავჭალის, ანდრონიკაშვილის, სვიმონ შოთაძის, აფხაიძის, ბელთაძის, ენერგეტიკოსების ქუჩებზე.
13:30-იდან 15:00 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში.
15:00-იდან 18:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელი დიღომში შერმადინის, ნურადინ-ფრიდონის, ხატაეთის, ჯანიაშვილის, თინათინის, ტარიელის ქუჩებზე, ქედის ბოლოს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.