,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს შუქის გათიშვის შესახებ აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის მიზეზად კომპანია გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

,,2 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში მშვიდობის, ავჭალის, სვიმონ შოთაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

11:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში;

11:00 საათიდან 13:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ჯუთა, სტეფანწმინდა და მიმდებარე სოფლებში;

12:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე სოფელ დიღომში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.