„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ნათურა

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს, 09:50-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანთკარი, ქოჩორაანი, დავათი და მიმდებარე სოფლებში. ხოლო 11:30-დან 20:00 საათამდე - სოფლებს: ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, გრიგოლაანთკარი, ჩუბინიანთკარი, მილახვრიანი, ჩუგუნიაანი, პირმისაანი, მჭადიჯვარი. 

11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი.

13:00-დან 18:00 საათამდე - აბონენეტებს ქ. მცხეთაში - გამსახურდიას, კალანდაძის, არსუკიძის, კოსტავას, კანდელაკის ქუჩებზე.

15:00-დან 16:30 საათამდე, აბონენტებს, სოფლებში: წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, ჩარდახი, მუხრანი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.