„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს

დიმიტრი ბიძინაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო. 

დიმიტრი ბიძინაშვილი იხსენებს აქციის მოვლენებს და წერს, რომ მაშინ, როდესაც კანცელარიისკენ წავიდნენ, აღმოჩნდა, რომ მაშინ ბევრმა სახლში წასვლა და დასვენება გადაწყვიტა. ბიძინაშვილის თქმით, რამდენიმე ათასი კაციდან მხოლოდ სამასმა ადამიანმა გაათენა ღამე კანცელარიასთან და ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა. 

ბიძინაშვილი აღნიშნავს, რომ ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. 

„მაოხრებელი გზირი! კაი გავიხსენოთ ამ აქციის ამბავი და თუ მასე არ იყო, იმ დილას ვინც გავათენეთ, იმათმა დამიწერონ, რომ ვიტყუები. თუ არადა ამ რაღაცას იქ გადაეცით, რახან ციხეშია, არ ნიშნავს იმას, პასუხს არავინ გასცემს! დავიწყოთ თავიდან, ვინ იყო მზად “მიშას დასახსნელად” თავისუფლების მოედანზე ბევრი ადამიანი ვიყავით შეკრებილი. იყო გამოსვლები და ა.შ, როგორც ხდება ხოლმე დიდ შეკრებებზე. ბოლოსკენ ნიკა მელიამ სცენიდან გამოაცხადა, რომ თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ, იქვე 500 მეტრში უნდა დავძრულიყავით და დილამდე უნდა გავჩერებულიყავით, და დილას პრემიერი რომ მოვიდოდა, ან ამ ხალხის მასის გავლა მოუწევდა ძალის გამოყენებით, ან იქ ვერ შევიდოდა. წავედით კანცელარიისკენ, მაგრამ არა იმდენი რამდენიც თავისუფლების მოედანზე ვიდექით. ბევრმა სახლისკენ წასვლა და დასვენება გადაწყვიტა. ასე თუ ისე რამდენიმე ათასი კაცი იყო იმ დროს კანცელარიასთან, მაგრამ რამდენიმე საათში ეს რიცხვი გახდა სადღაც 100-300 კაცი, დაახლოებით ამდენმა გავათენეთ ღამე კანცელარიასთან. მერე ვინც სახეს იხოკავდა, პოლიტიკოსები, იქიდანაც ერთი-ორი კაცი იყო ადგილზე, დანარჩენები თბილად სახლში ისხდნენ და ისვენებდნენ. (ამის გახსენებაც შეიძლება ვინ იყო იქ მთელი ღამე და ვინ სახლში წამოწოლილი) ახლა 100-300 კაცის გაწმენდა რომ არ გაუჭირდებოდა “ივანიშვილის მილიციას” ეგეც არ გაგიკვირდებათ. ამიტომ გადაწყდა იმ ტერიტორიიდან მსვლელობით წასვლა. ხო და სანამ ვინმესკენ ხელს გაიშვერთ, მაგ ხელს დახედეთ რამეში ამოსვრილი არ იყოს. ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა”, ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. მერე როგორც ხდება სუსის ხელშეწყობით ეს აზრი გააჯინეს კარგად და ვისაც თავის აზრი არ გააჩნია აიტაცა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ჰყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა, რომ წასულიყვნენ. მოკლედ ამ კაცის გამოსწორება არ იქნება და რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ ასეთ სისულელეს იზამს.“ - წერს ბიძინაშვილი.