განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განაცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში რაც წერია, არის ბოდვა.
მისი თქმით, არ შეიძლება 3 000 გვერდიანი დასკვნის დაწერა.
„ეს ყველაფერი არის სასაცილო და ამის გამო გვაქვს ეს მდგომარეობა. ზოგადად, ამ დასკვნებში წერია ბოდვა. არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა. მითუმეტეს, არ შეიძლება 3 000 გვერდიანი დასკვნის წერა. საზოგადოებისთვის ამის წარდგენა. თან რომელშიც ვერაფერს ვერ გაიგებ. ამის გამოა ეს მდგომარეობა. ჩემი აზრით, ეტყობა ძალიან არაკომპეტენტურები არიან“,- თქვა მეგრელიშვილმა.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის, რადგან ჯერ არ ჩამოსულა.