„ეჭვსაც ვერ შეიტან, რომ ეს აფხაზეთი არ არის...“ - მალე, აგვისტოს ომის გმირის ოჯახს ახალ კლიპში იხილავთ

გოზალიშვილი არჩვაძე

8 აგვისტოს, გადაცემა „ღამის პრაიმ თაიმი“ აგვისტოს ომის გმირებს მიეძღვნა. მომღერლებმა, გმირების შვილებთან ერთად იმღერეს, მსახიობებმა ლექსები წაიკითხეს. დათო არჩვაძისა და ბარბარე ჯაფარიძის (აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილი დისშვილი)  ემოციურმა შესრულებამ ინტერნეტ სივრცე ააფეთქა.

სწორედ ამიტომ, მამა პეტრეს ლექსზე შექმნილი სიმღერის „ფრთამოტეხილი მაფშალიას” ახალ ვიდეო რგოლს საზოგადოება სულ მალე იხილავს. ამაში აქტიურადაა ჩართული თავდაცვის სამინისტროც.

დათო არჩვაძე: აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცის, ვახტანგ გზირიშვილის დისშვილთან შესრულებულ სიმღერის ამ ვერსიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი მწერდა და მირეკავდა, ემოციებს მიზიარებდა, თვითონ ეს გადაცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, თანაც, ეთერში 8 აგვისტოს გავიდა. 

მოგეხსენებათ, 3 სიმღერა მაქვს აფხაზეთზე და ერთი სამაჩაბლოზე. ამ სიმღერებში მთელი ჩემი სული და გული ჩავდე.

ბარბარე ჯაფარიძე - საოცრება გოგო, ულამაზესი, უნიჭიერესი, არის იმ ოჯახის შვილი და გენის გამგრძელებელი, საიდანაც ორი გმირი შეეწირა საქართველოს. მისი ბაბუა - ბადრი გზირიშვილი, აფხაზეთის ომს,  2008-ში კი ბიძა, ვახო გზირიშვილი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო.

ვიდეო რგოლის გადაღების სურვილი თავდაცვის სამინისტრომ გამოთქვა.

გადაცემის ჩაწერის დროს ცრემლი ბევრჯერ წამოგვივიდა, ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და სულის შემძვრელი იყო... დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსმენელის, მაყურებლის მხრიდან, უამრავი ადამიანი მირეკავდა და მწერდა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიტირეთ და განვიცადეთო. მოგვიანებით, ქალბატონმა მარინა გზირიშვილმაც შემატყობინა, რომ ისინიც მსგავსად იყვნენ.

- როგორც ვიცით, ვიდეო რგოლის გადაღება 2 ნოემბერს, კოჯორში მიმდინარეობდა... გვიამბეთ ამ პროცესზეც;

- კლიპი კოჯორში გადავიღეთ, საოცარი ადგილი იპოვა რეჟისორმა, ეჭვსაც ვერ შეიტან, რომ ეს აფხაზეთი არ არის. ომში წასვლის ინსცენირება გაკეთდა, ძალიან ემოციურია ბოლო კადრი. რაღაცებს სიურპრიზად დავიტოვებ... მე რომ გადასაღებ მოედანზე მივედი, გაოცებული დავრჩი... 

რეჟისორმა მადლობა გადამიხადა პროექტში ჩართვის გამო... ნამდვილად ისტორიულია. მნიშვნელოვანია ის, რომ  გმირის დედა, ქალბატონი მარინა გზირიშვილი მონაწილეობს, ბავშვთან ერთად... არ შემიძლია, მსახიობი რონალდ ოქროპირიძე არ აღვნიშნო... ამ ვიდეო რგოლში ბადრი გზირიშვილი ცოცხლდება და მას როლანდი ასახიერებს. ყველა ადამიანი თავის თავს ამოუცნობს, ვინც დაკარგა დედა, შვილი და ა.შ. 

ყველაზე მთავარია, რომ აფხაზეთის პრობლემა და ოკუპაცია ახალმა თაობამ შეიმეცნოს და გაითავისოს. საუბარი იყო იმაზე, რომ მძიმე ხომ არ არის ბავშვისგან წარმოთქმული ფრაზა:„ ცას შეახმა თოლიების სისხლი“  - არა,  არ არის მძიმე, ბავშვმა მისი ქვეყანა, მისი ქვეყნის ტკივილი, დაკარგული აფხაზეთი, მისი ოჯახის ტკივილი უნდა განიცადოს. ამ ბავშვის სახით მთელი ახალი თაობა თავიდან შეიმეცნებს აფხაზეთის ტკივილს. 

ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რომ ახალ თაობას ეტკინოს და სიყვარულით დაიბრუნოს აფხაზეთი, ღმერთის მადლით, როცა იქნება.

- ეს სიმღერა პეტრე კოლხის ლექსზეა დაწერილი. გვიამბეთ მისი შექმნის ისტორია;

- სიმღერის შექმნის ისტორია ასეთია: ზუგდიდში, წლების წინ, ჩემი და პეტრე კოლხის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, სადაც მამა პეტრემ ლექსი საკმაოდ ომახიანად წარმოთქვა. მიკროფონო ავიღე და იმ წამსვე დავაანონსე, რომ ამ ლექსზე სიმღერა შეიქმნებოდა. შუა სცენაზე ცრემლები წამომივიდა. ეს მეორე სიმღერაა ჩემს ცხოვრებაში, რომლის შექმნის დროსაც ცხარე ცრემლით ვტიროდი. 

ამ სიმღერის ოთხი ვერსია არსებობს და უკვე მეოთხე ვიდეო რგოლია გადაღებული.

- როდის იგეგმება პრემიერა?

- 20 დეკემბერს ეროვნული გვარდიის დღეა. შესაბამისად, პრემიერა თავდაცვის სამინისტროში, სწორედ ამ დღესაა დაგეგმილი. მინი კონცერტი გაიმართება. ზოგიერთი სიმღერის საკონცერტო ვარიანტი იქნება წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, შედგება ვიდეო რგოლის პრეზენტაციაც.

ნახეთ კადრები, რომელიც გადაცემა „ღამის პრაიმ ტაიმში“ გავიდა ⇓

ასევე ნახეთ:

VIDEO: „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“

რას ამბობს ნიკა თოიძის მამა - ერთი დღით გაქცეული პატიმრების საქმის ახალი დეტალები

სად იმალებოდნენ „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრები და რა ელით მათ, ერთდღიანი თავისუფლებისთვის