რას ამბობს ნიკა თოიძის მამა - ერთი დღით გაქცეული პატიმრების საქმის ახალი დეტალები

ნიკა თოიძე

„ავერსის“ კლინიკიდან გაპარული პატიმრები გლდანის ციხეში 24 საათში დააბრუნეს. დაკავებულია პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომელიც.

ივერი ნატრიაშვილი საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელია. ის სამართალდამცველებმა გაქცეული პატიმრების საქმეზე დააკავეს. კონკრეტულად რას ედავება გამოძიება 37 წლის მამაკაცს, ჯერჯერობით უცნობია.

გაქცეულ პატიმართა ვინაობას იუსტიციის სამინისტრო არ ამხელს, თუმცა, ერთ-ერთის ვინაობა დღეს „კურიერმა" დაადგინა. ის ნიკა თოიძეა. 2 წლის წინ თბილისში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. 21 წლის მამაკაცს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლს ედავებოდა, რაშიც საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი:

ასევე ნახეთ:

VIDEO: „კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“

გაფრთხილება! წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე კოსტა სანიკიძე, მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს