„კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსში“

თაია

„პრაიმ ჰაუსში“ ისევ დაძაბულობაა. თაიასა და ანას შორის კონფლიქტი ისევ გამწვავდა. მიზეზი კი ანასთვის გულშემატკივრებისგან, მათ შორის, სალომე უშხვანის ძმისგან შეგზავნილი საჩუქარი გახდა.

თაია ამბობს, ეს არის მტკიცებულება, რომ ანა სხვებთან ერთად, მის წინააღმდეგ მოქმედებს.

„საჩუქარი იმ შუაშია, რომ გამომგზავნი არის ადამიანი, რომლის სქრინებიც გუშინ დაიდო, საკმაოდ ცუდ კონტექსტში საუბრობს ჩემზე, რომ ჯოჯოხეთი უნდა მაჩვენოს. აი, კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ამ ყველაფრის უკან ანა ქურდაძე დგას და არანაირად არ ამბობს უარს ამ ყველაფრის მიღებაზე. ძალიან საწყენია...“, - ამბობს თაია. 

ასევე ნახეთ:

გაფრთხილება! წყალი 24 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის მონაწილე კოსტა სანიკიძე, მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს

დაკავებული სამი პატიმრიდან ერთ-ერთის ვინაობა ცნობილია - ის ცნობილი მომღერლის შვილია