სად იმალებოდნენ „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული პატიმრები და რა ელით მათ, ერთდღიანი თავისუფლებისთვის

გაქცეული პატიმრები

„ავერსის“ კლინიკიდან გაპარული პატიმრები გლდანის ციხეში 24 საათში დააბრუნეს. დაკავებულია პენიტენციური სამსახურის ერთი თანამშრომელიც.

ივერი ნატრიაშვილი საბადრაგო სამსახურის წარმომადგენელია. ის სამართალდამცველებმა გაქცეული პატიმრების საქმეზე დააკავეს. 

გაქცეულ პატიმართა ვინაობას იუსტიციის სამინისტრო არ ამხელს, თუმცა, ერთ-ერთის ვინაობა დღეს „კურიერმა" დაადგინა. 

გაქცეული პატიმრებიდან ერთი თბილისში, საკუთარ სახლში იმალებოდა, დანარჩენი ორი კი, „კურიერის“ ინფორმაციით, წილკანში.

რა ელით ერთდღიანი თავისუფლების გამო გაქცეულ პატიმრებს და და რა სამართლებრივი პროცედურები დაიწყება მათ მიმართ - ნახეთ სიუჟეტი: