1787754182
„ძლიერი წვიმა და წყალმოვარდნები“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:
26 აგვისტოს დღის ბოლომდე სამეგრელო-ზემო სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).











