როგორ „ხვდება“ ტკივილგამაყუჩებელი, სად გვტკივა?

წამლები

საინტერესოა, მაგრამ ტკივილგამაყუჩებელმა რეალურად არ იცის, სად გვტკივა. წამალი ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის საშუალებით ვრცელდება და მოქმედებს იმ პროცესებზე, რომლებიც ტკივილის წარმოქმნასა და ტვინისთვის ტკივილის სიგნალის გადაცემაში მონაწილეობს.

ამიტომ, როდესაც კონკრეტულ ადგილას გვტკივა, პრეპარატი უბრალოდ არ „მიდის“ იქ. ის ამცირებს ტკივილის გამომწვევ ბიოლოგიურ პროცესებს ან ტკივილის აღქმას, რის შედეგადაც დისკომფორტი მთელ ორგანიზმში ნაკლებად იგრძნობა.

ანუ წამალი ტკივილის ადგილს არ ეძებს - ის იმ მექანიზმებზე მოქმედებს, რომლებიც ტკივილს ქმნის ან აღგვაქმევინებს.

ნახეთ ვიდეო ↓

@giorgi.odishvili7 #ექიმები #ჯანმრთელობა #სამედიცინო #მკურნალობა #ექიმი ♬ Adagio in C Minor - Nicholas Britell