განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს დღეს შეხვდა, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.
„დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, - წერს პრემიერ-მინისტრი.