რომელი კერძები უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რათა ცხენის წელი იღბლიანი იყოს
1766261901
ვასაჯაროებ პატრიარქის მდივნის დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის შეტყობინებას არქიმანდრიტ დოროთესადმი, რომელიც გაგზავნილ იქნა 25.10.2025, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის არქიმანდრიტ დოროთესადმი გაგზავნილ შეტყობინების ტექსტში საუბარია, საპატრიარქოში გასამართ კომისიის სხდომაზე, რომელსაც არქიმანდრიტი დოროთე უნდა დაესწროს.
„მამა დოროთე. გავეცანით თქვენს მომართვას კომისიისადმი და გატყობინებთ, რომ მსგავსი ფორმატით (ტელევიზიების მონაწილეობით) ეპარქიული კომისიის სხდომა, ვერ და არ გაიმართება, თქვენ ხართ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური და გევალებათ, ყოველგვარი წინა პირობების გარეშე, გამოცხადდეთ საქართველოს საპატრიარქოში“, - ნათქვამია შეტყობინების ტექსტში.