„საღამოს 6-ის მერე გასახდომად საკვების აკრძალვა მითია“ - ლევან შელეგია
1771257475
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ერევა უნგრეთის არჩევნებში და მისი პარტია „ფიდესის“ ოპონენტებს აფინანსებს.
ორბანის თქმით, უკრაინელებისთვის სულერთი არ არის, როგორ დასრულდება არჩევნები, „ამიტომ მათ კამპანიაში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს“.
„ჩვენ საღი აზრის ნიადაგზე ვდგავართ, ამიტომ ეს არ უნდა გვიკვირდეს. ამ არჩევნების აქტიური მონაწილეები იქნებიან უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინა, და ჩვენ ისინიც უნდა დავამარცხოთ“, - განაცხადა ორბანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანდასწრებით.
უნგრეთის პრემიერმა დასძინა, რომ უკრაინელები „კამპანიაში მთელი ძალებითა და იარაღით მონაწილეობენ, ჩვენ ვიცით, რომ ისინი ჩვენს ოპონენტებს აფინანსებენ, ვიცით, როგორ ხდება ეს“.