გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
ურთიერთობა აშშ-სა და უნგრეთს შორის იმდენად ახლოა, რამდენადაც საერთოდ შემიძლია წარმოვიდგინო, - განაცხადა ბუდაპეშტში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმნწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ვიქტორ ორბანთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ეს სიახლოვე მხოლოდ რიტორიკული არ არის; ის ვლინდება ქმედებებში და იმ პროცესებში, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
რუბიო უარყო ზოგიერთის აღქმა იმის შესახებ, თითქოს უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირებულია.
მან მიუთითა ამერიკულ კომპანიებზე, რომლებიც ქვეყანაში ინვესტიციებს ახორციელებენ მისი „ძლიერი ლიდერობის“ გამო, რაც, მისი თქმით, ბიზნესისთვის ხელსაყრელ გარემოს უწყობს ხელს.
რუბიომ განსაკუთრებით გამოყო ენერგეტიკა, როგორც სფერო, რომელშიც ორ ქვეყანას თანამშრომლობა შეუძლია.