ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს შეხვდა.
„სენატორებს რიჩარდ ბლუმენტალსა და შელდონ უაითჰაუსს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერისა და მშვიდობისთვის მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე. ჩვენს შეხვედრამდე სენატორები უკრაინის მიერ რუსეთიდან დაბრუნებულ ბავშვებს შეხვდნენ.
ამჟამად სენატში მნიშვნელოვანი სანქციების აქტია და ველით, რომ იგი იმუშავებს. სამართლიანია, რომ რუსული ფული ტერორისგან დასაცავად იქნეს გამოყენებული და ჩვენ Patriot-ის სისტემებისთვის რაკეტების შესაძენად გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხი განვიხილეთ. მადლობა პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს მათი მხარდაჭერისთვის“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.