„დედა საპატრიარქიში რომ არ მისულიყო ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებოდით და არ ვიცი რა ბედი გვეწეოდა“ - კესო ბერუაშვილი

კესო ბერუაშვილი

მოდელი კესო ბერუაშვილი ფართო საზოაგდოებამ პროექტიდან "პრაიმ ჰაუსი" გაიცნო, მიმზიდველი და ხმაურიანი მანდილოსანის უკან აღმოჩნდა, რომ რთული ბავშვობა დგას. 

საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ კესომ პირად გვერდზე უწმინდესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

"პრაიმ ტაიმი" ფოტომოდელს ესაუბრა. 
- ძალიან მეტკინა გული პატრიარქის გარდაცვალების გამო, რომელსაც ჩემზე და ჩემს და-ძმაზე უდიდესი ამაგი აქვს. როდესაც პატარები ვიყავით, მამას ახალი ცოლის მოყვანა უნდოდა და დედაჩემი შვილებთან ერთად გამოაგდო ბებიაჩემმა სახლიდან. 90-იან წლებში უდიდესი გაჭირვება იყო ქვეყანაში და საპატრიარქო ჩვენს გარდა უამრავ ბავშვზე ზრუნავდა. მოგვცეს თავშესაფარი, დედას მენტალური პრობლემები ჰქონდა, სათანადოდ ვერ გვივლიდა. ამ ყველაფერს თვალს ადევნება საპატრიარქო და ვინაიდან დედა ფიზიკურადაც ვეღარ გვივლიდა სხვა ოჯახში გაგვაშვილეს. 18 წლამდე სწორედ იმ ოჯახში ვიზრდებოდით, სიღარიბე რა იყო ისე გავიზარდე არ მინახავს. საპატრიარქო დედაზეც ზრუნავდა და ჩვენც არაფერს გვაკლებდა ახალ ოჯახში, შუქის წასვლა რა იყო ისიც კი არ ვიცოდით. გვქონდა გენერატორი, კომპიუტერი, პლაზმური ტელევიზორი და ყველაფერი. სიღარიბე რა არის მაშინ გავიგე, როდესაც 18 წლის გავხდი და ბებიაჩემის სახლში გადავედით. საპატრიარქო მანამდე ზრუნავდა ჩემზე სანამ პირველი სამსახური არ ვიშოვე. დედა საპატრიარქიში რომ არ მისულიყო ყველანი ქუჩაში აღმოვჩნდებოდით და არ ვიცი რა ბედი გვეწეოდა. 

- პატრიარქთან ერთად გადაღებული ფოტო სად არის გადაღებული?

- ის ფოტო საპატრიარქოში ილია მეორეს დაბადების დღეზე არის გადაღებული. ჩვენ ყოველ წელიწადს მივდიოდით მის დაბადებია დღეზე. სადაც ჩვენთან ერთად ცნობილი ადამიანები და პოლიტიკოსებიც დადიოდნენ. წითელი თმები მქონდა და პატრიარქი ყოველთვის გამომარჩევდა სხვა ბავშვებისგან. ქრისტინეთი მომმართავდა. საჩუქრების ფული ჩვენ არ გვქონდა, ამიტომ ჩემი აღმზრდელი ოჯახი მეუბნებოდა პატრიარქს ლექსი დავუწეროთო და ვწერდი ლექსებს, ვჩუქნიდი და ის ამას ინახავდა. ნახევარი საქართველოს ბავშვები სწორედ პატრიარქმა გადაარჩინა, მათგან ბევრი არის დღეს ცნობილი, თუმცა ვერ დავასახელებ.