საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნა მიიღო
1754318194
გლდანში, სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი. შემთხვევა გლდანის 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა.
გარდაცვლილია ოჯახის 5 წევრი. როგორც ცნობილია, ოჯახი ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიდა საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში.
გარდაცვლილები ბინაში 2 დღის შემდეგ ნახეს, როცა ახლობლებმა დაკავშირება ვერ შეძლეს ამის შემდეგ მიმართეს დასახმარებლად მაშველებს.
„დაუდევრობა მოხდა... ჩაეძინათ, მაშველები რომ შესულან, უნახავთ, ანთებული ყოფილა ღუმელი. ახალგაზრდები იყვნენ და უნდოდათ მუშაობა და წავიდნენ ქალაქში. სხვათა შორის, კარგი ხელოსანი იყო, ისწავლა მშენებლობა..." - ამბობს ნათესავი.
შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილია 5 ადამიანი - მშობლები და მათი 3 მცირეწლოვანი შვილი.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1754319755
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603