დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს

დათო ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი მკურნალობას თურქეთში გააგრძელებს, - ამის შესახებ მისმა შვილმა ანაკო ტურაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მწერალი ახლა სტაბილურადაა და ქართველ ექიმებს გადარჩენისთვის მადლობას უხდის. 

„მინდა, რომ ყველა ადამიანს ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა. მამაჩემის ქებას ვერ დავიწყებ, ვიცოდი, რომ იგი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს ამ ქვეყანაში, მაგრამ ასე თუ უყვარდათ, მართლა არ ვიცოდი. უდიდესი მხარდაჭერა იყო დედაჩემის, ჩემს და რა თქმა უნდა, დათოს მიმართ. დათო ახლა არის სტაბილურად, გუშინ გამოწერეს კლინიკიდან. დღეს ღამით მიდის თურქეთში და იქ გააგრძელეს მკურნალობას, უნდა ჩაუტარდეს გარკვეული გამოკვლევები. მან დიდი მადლობა დამაბარა ქართველ ექიმებთან, რომლებმაც იგი გადაარჩინეს და ის, რომ ახლა კარგადაა მათი დამსახურებაა“, - განაცხადა ანაკო ტურაშვილმა.

ცნობისთვის, დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ გადაცემა „მე-17 სართული“-ს ეთერში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას ემოციები ვერ შეიკავა და შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც იგი კლინიკაში გადაიყვანეს.