დაადგინეს გარდამტეხი ასაკი, როცა კაცებში გულის შეტევის რისკი ზრდას იწყებს - ახალი კვლევა
1770233760
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ლურჯი მოცვის, ჩირისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდ ბერიზი“, „კოლხური კენკრა“, „აგრითაჩი“, „გეო აგრო ესთეითი“, „ხონის პლანტაციები“, „ჯეო ორგანიკი“, „ალფაინ სფაისისი“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“.
გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია დაესწრნენ.
გიორგი ავალიანის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენა FRUIT LOGISTICA წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ქართული პროდუქციის ექსპორტის გაფართოებისთვის. მისი თქმით, წელს გამოფენაზე ლურჯი მოცვის მწარმოებელი ცხრა ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.
„ლურჯი მოცვი არის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტი. საქართველოს აქვს როგორც ხარისხის, ასევე სეზონურობის უპირატესობა, რაც ქართულ პროდუქციას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე. მსგავსი გამოფენები კარგი შესაძლებლობაა ექსპორტის მოცულობების ზრდის, სავაჭრო ურთიერთობების დამყარებისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების მდგრადი განვითარებისათვის“, – აღნიშნა გიორგი ავალიანმა.
FRUIT LOGISTICA ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა და წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებელთათვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობს სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 2,500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია.
საერთაშორისო გამოფენა 4 თებერვალს გაიხსნა და 6 თებერვალს დასრულდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.