ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი იწყება

საქალაქო სასამართლო

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი იწყება. 10 ბრალდებულს შორის არის პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და ირაკლი ნადირაძე. სხდომაზე მოწმეებს დაკითხავენ.

თბილისში 2025 წლის 4 ოქტომბერს მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ 2025 წლის 5 ოქტომბრის ღამეს პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავა.