მძიმე ავარია ქობულეთში - დაღუპულია 19 წლის ახალგაზრდა
1770286484
"ღიმილის მომგვრელია ევროპელების განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, რომ თურმე ახლა გახდა რუსეთი ევროპული ქვეყანა და საჭიროა მასთან დიალოგი," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რითაც ლატვიის პრემიერისა და ესტონეთის პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.
სეფაშვილის შეფასებით, ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსანი საქართველოს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ორმხრივი ვაჭრობა არ შეწყვიტა, ახლა კი თავად გამოთქვამენ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების მზაობას.
"რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ომის მონაწილეებს შორს სწორედ დიალოგის გზით მოხდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და არ იყოს ეს დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ევროპელების განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით, რომ თურმე ახლა გახდა რუსეთი ევროპული ქვეყანა და საჭიროა მასთან დიალოგი. ასევე, ღიმილის მომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ მზად არიან თვითონ იყვნენ წარგზავნილი რუსეთში დიალოგის დასაწყებად. უნებურად გვახსენდება, თუ როგორ ამუნათებდნენ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ საქართველომ ორმხრივი ვაჭრობა არ შეწყვიტა რუსეთთან ისევ და ისევ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად," - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.