„ტრამპის გზის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა

სომხეთში აშშ-ის დელეგაცია

„ტრამპის გზის“ პროექტის მოსამზადებლად სომხეთში აშშ-ის დელეგაცია ჩავიდა.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთში ჩავიდა ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო ფირმის, AECOM-ის დელეგაცია.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ფონდის სახელით და მიზნად ისახავს „ტრამპის გზის“ მოსამზადებელი კვლევების ჩატარებას.

სომხეთში აშშ-ის საელჩოს ცნობით, სამუშაოები მოიცავს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შესწავლას, რკინიგზისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის წინადადებების შემუშავებას, რაც ხელს შეუწყობს სომხეთის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და რეგიონულ ინტეგრაციას.