ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
საქართველოში ადამიანი არ მეგულებოდა, რომელიც არ იტყოდა, რომ განათლების სისტემას რეფორმა სჭირდება, როგორც კი რეფორმა დაიწყო, ყველამ თავისი შიშები გამოავლინა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს, ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა.
„კარგად ვიცით, რომ ყველა ეტაპზე განათლების ხარისხის პრობლემა გვაქვს. ტექნიკურ საკითხებსა და საინჟინრო სპეციალობებზე უმძიმესი მდგომარეობაა. ანალოგიური ვითარებაა ჰუმანიტარული თუ ფუნდამენტური მიმართულების კუთხითაც. სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, მოახდინოს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ისე კონსოლიდირება, რომ ისეთი ძლიერი საუნივერსიტეტო კერა მივიღოთ, რომელიც ყველა მიმართულებით განათლების ხარისხის უპირობო აწევის შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს. რეფორმა რთულია, შეკითხვებიც ბევრია და ვიღაცისთვის მტკივნეულიც კი, რადგან ყველას ობიექტური თუ სუბიექტური წუხილი შეიძლება, გააჩნდეს. ჩვენს განათლების სისტემას ფუნდამენტურად თუ არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით. მთავრობამ თქვა, რა არის მისი ჩარჩო-ხედვა. ამ ჩარჩო-ხედვაში იქნება დისკუსიები, რომელსაც ძალა აქვს. მთავრობამ თავისი ექსპერტული თუ სხვა მონაცემების ანალიზის შედეგად დაინახა, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალია და თქვა, რომ ასე ვხედავო. საინტერესოა სხვა ექსპერტის თუ პროფესურის ხედვაც, მაგრამ მთავრობამ თავისი კონსოლიდირებული პოზიცია უნდა თქვას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.