ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
სკანდალურ დოკუმენტებზე დისკუსია გრძელდება - შტატებმა ბრიუსელის ცენზორები ამხილა. ევროპარლამენტარი ტომ ვანდენდრიშე, ამერიკის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს აფასებს, რომლის თანახმად, ევროპული ცენზურის ზეწოლის პირობებში, TikTok-მა "სიძულვილის ენად" მიიჩნია და ცენზურა დააწესა შემდეგ ფრაზებზე: "არსებობს მხოლოდ ორი სქესი", "ბავშვები ვერ იქნებიან ტრანსგენდერები" და "შეაჩერეთ ბავშვების სექსუალიზაცია". ევროპარლამენტარი ინტერესდება, რის ნორმალიზებას ცდილობს ევროკავშირი, თუ კი ეს ფრაზები სიძულვილია.
სახელისუფლებო პარტიაში დღეს იმ პოლიტიკურ პროცესებს, ცალკეულ კანონებს იხსენებენ, რომლის დისკრედიტაციაც ხდებოდა ცალკეული ჯგუფების მხრიდან და მიმდინარეობდა, მათ შორის, კამპანია ამასთან დაკავშირებით. ასევე სახელისუფლებო პარტიაში საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც სიტყვის თავისუფლების მიმართულებით დღეს ევროპაშია.
"ამ ანგარიშით დავრწმუნდით, რომ სწორედ ეს ძალები არის ევროკომისიის ბიუროკრატების საშუალებით, რომლებიც აწესებენ ცენზურას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კონსერვატიული შეხედულებები, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე, არჩევნებში უხეშად ჩარევა იმ ძალების სასარგებლოდ, რომლებიც მათთვის არის მისაღები და ამას ახორციელებენ ისეთი ინსტრუმენტების საშუალებით, როგორიც არის სოციალური მედიის პლატფორმებზე გარკვეული ცენზურის დაწესება, ე.წ. ფაქტჩეკერების გამოყენება და ამის მაგალითი, ჩვენ საქართველოში არაერთხელ გვქონდა. გავიხსენოთ თუნდაც გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს არსებული პერიპეტიები და ახლაც, მიმდინარე პერიოდში როგორ ახშობენ საქართველოში ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონმდებლობის განხორციელების მცდელობას, როგორ ცდილობენ, რომ საქართველომ გაიწვიოს ეს კანონი. როგორც ჩანს ეს საკითხები აწუხებს ევროპის მოსახლეობას, ამაზე ევროპარლამენტარებიც მიუთითებენ და ისინიც აქტიურად იმაღლებენ ბოლო პერიოდში ხმას, რაც სავსებით მისასალმებელია", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.