ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია
1770305479
შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ “სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების” განახლების ვარიანტების განხილვას. ინფორმაციას ამის შესახებ „აქსიოსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუს ოფიციალურ პირებთან ერთად შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აბუ დაბიში უკრაინასთან მოლაპარაკებების პარალელურად აწარმოებდნენ.
კიდევ ერთი წყაროს თქმით, პრაქტიკული შედეგები იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარე დათანხმდება შეთანხმების პირობების დაცვას მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.
მედიის ცნობით, ამავე პერიოდში გაიმართება მოლაპარაკებები პოტენციურ ახალ შეთანხმებაზე.