სპარსეთის ყურის ქვეყნებში ფრიდრიხ მერცის ტურნე დაიწყო

მერცი

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ტურნე სპარსეთის ყურის ქვეყნებში დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს.

პირველი ქვეყანა, რომელსაც მერცი ეწვია, საუდის არაბეთია. გერმანიის კანცლერმა უკვე გამართა შეხვედრა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, მოჰამედ ბინ სალმანთან.

საუდის არაბეთის შემდეგ მერცი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. ვიზიტის მთავარ მიზანს ვაჭრობის, ენერგიისა და უსაფრთხოების დივერსიფიკაციის გზების მოძებნა წარმოადგენს.

სპარსეთის ყურის ქვეყნებში გამგზავრებამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა: „იმ პირობებში, როცა მსხვილი სახელმწიფოები სულ უფრო განსაზღვრავენ პოლიტიკას, ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება ასეთი პარტნიორობა“.