„ბავშვები ძალიან განიცდიდნენ... ქეთი გადმოვიყვანე საზღვარზე“ - გიორგი ვაშაძე უკრაინაშია

გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინაშია. როგორც ის წერს, მეუღლე საქართველოში გამოამგზავრა, თავად კი რჩება.

„ქეთი გადმოვიყვანე საზღვარზე. მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლა არ უნდოდა უჩემოდ, ჩავთვალე, რომ ასე უფრო სწორი იქნებოდა. ბავშვები ძალიან განიცდიდნენ და მეც ასე უფრო მშვიდად ვიქნები. ქეთი სიჭინავა - ვიცი, გამიგებ. მე ვბრუნდები უკრაინაში“, - წერს ვაშაძე.