თბილისში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი
1778413666
ბათუმში, უკრაინელმა ოჯახმა ხილ-ბოსტნეულის მაღაზია გახსნა. ფოტოებს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და ხალხს მოუწოდებს, რომ პროდუქტები მათთან იყიდონ.
როგორც მოქალაქე ამბობს, ამ მაღაზიაში ყველაფერი 2-3 ლარით იაფია.

„ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის 63-ში (პუშკინის კვეთის სიახლოვეს) უკრაინელმა პაწია ოჯახმა ეს მაღაზია გახსნა.
სანამ აღმოვაჩენდი, სხვა მაღაზიაში ვიყავი და 2-3 ლარით ძვირი ღირდა იქ ყველაფერი.
ხარკოვში ვცხოვრობდით, იქაც გვქონდა პატარა ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაო. ვინც ამ უბანში ცხოვრობთ და ყიდულობთ რაღაცებს, ეგებ გაითვალისწინოთ მათი არსებობა და მხარი დაუჭიროთ“,- წერს მარიამ მუთიძე.
