ავარიას ყვარელში 25 წლის ქალი ემსხვერპლა - დაშავებულია მისი მეუღლე და შვილიც

პოლიცია

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა სოფელ შილდასთან, წუხელ მოხდა.

მსუბუქი ავტომანქანა გზაზე მოცურდა და ამობრუნდა.

მანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი კი მძიმედ დაშავდნენ.

ორივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.