ნახეთ, გაძვირდება თუ არა პური უახლოეს მომავალში

ფასი

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განმარტებით, ქვეყანაში ამ დროისთვის ფქვილის მარაგის საკმარისი რაოდენობაა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის. 

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა მსოფლიოში არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს, რაც მისი თქმით, ხორბლის დეფიციტსაც გამოიწვევს.

„მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებით, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. ძირითადად შემოდის ფქვილი და არაა ხორბალი. ფქვილის შემოსვლა კი არ არის სავაჭრო პარტიებად შემოსვლის მიმართულება,“ - აცხადებს სილაგავა.