„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
70 წლის მონაზონი, რომელზეც ორმა მამაკაცმა ფიზიკურად და სექსუალურად იძალადა, რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.
სასულიერო პირს რბილი ქსოვილების დაზიანება და ტვინის შერყევა აღენიშნება. აქვს უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საჭიროებს რეაბილიტაციას.
შეგახსენებთ, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში 74 წლის მონაზონი სავარაუდოდ, გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს. საზარელი შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა.
პოლიციამ 27 და 39 წლის ახალგაზრდები უკვე დააკავა. ისინი ბრალის წარდგენას ელოდებიან. დაკავებულებს არცერთი უფლებადამცველი არ იცავს.