შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                ანტარქტიდის ყინულის შელფის ქვეშ 77 იშვიათი ცოცხალი ორგანიზმი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Current Biology წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ყინულის შელფი თითქმის 1,6 მილიონ კმ²-ს მოიცავს, ეს არის ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილები დედამიწაზე.
როგორც მეცნიერები აღწერენ, მყინვარის ქვეშ შეგროვებული ცოცხალი ორგანიზმები „არაჩვეულებრივი და სრულიად მოულოდნელია“. მეცნიერები შეგროვებული ნიმუშების ბიომრავალფეროვნებით გაოცებული იყვნენ, ვინაიდან მყინვარის ქვეშ არსებული სამყარო უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა, ვიდრე კონტინენტური შელფის ზოგიერთ რეგიონში, სადაც სინათლისა და საკვების წყაროებია.
გარდაცვლილი ორგანიზმების ნაშთების შესწავლით დადგინდა, რომ ყინულის ქვეშ აღნიშნული ორგანიზმები 5 800 წლის წინ ცხოვრობდნენ.