ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 30 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგიერთ რაიონში კი ნალექი შესაძლოა ძლიერი იყოს.
1 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი კვლავ მოსალოდნელია ქვეყნის ცალკეულ რაიონებში. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით დაახლოებით +19-დან +24 გრადუსამდე იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა დაახლოებით +18-დან +23 გრადუსამდე დაფიქსირდება.
პროგნოზის მიხედვით, უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება უფრო მეტად შესამჩნევი იქნება. თბილისში 2 ოქტომბერს დღისით დაახლოებით +16 გრადუსია მოსალოდნელი, 3-4 ოქტომბერს კი შესაძლოა შედარებით გამოიდაროს, თუმცა ტემპერატურა კვლავ დაბალი იქნება.