ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდას ეძებენ
1756215314
ამერიკის შტატ არიზონაში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, სტიქიამ ქალაქი ფენიქსი დააზიანა. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა.
60 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ფენიქსის სქაი ჰარბორის საერთაშორისო აეროპორტში ქვიშის მტვრის გამო თვითმფრინავების მიღებასა და გამგზავრებაზე აკრძალვა იყო დაწესებული.