ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! - ნიკა ქავთარაძე

ნიკა ქავთარაძე

მსახიობი ნიკა ქავთარაძე წონასთან დაკავშირებით დასმულ უტაქტო კითხვებს ეხმაურება და გარშემომყოფებს მოუწოდებს, ამ თემაზე კომენტირებისგან თავი შეიკავონ.

„ადამიანები რატომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, გითხრან რამე წონასთან დაკავშირებით?! რატომ ვერ ხვდებიან, რომ საერთოდ არაა მაგათი საქმე?! „ვააა, მაგრად გასუქებულხა“ - და რა უნდა უპასუხო?! თითქოს თავს ვიმართლებ ხოლმე, დაპირებასაც აძლევ, რომ დიეტას დაიწყებ და აუცილებლად გახდები. მესმის და მჯერა, რომ ამას არ აკეთებთ სპეციალურად გულის სატკენად, მაგრამ ადამიანები ხომ ხართ?! სიტყვას რამხელა ძალა აქვს ხო იცით? მეტი იფიქრეთ, ვიდრე ვინმეს ფორმიდან ამოვარდნის გამო „ანერვიულდებით“.

გუშინ კოშმარული საღამო მქონდა, თუ ვინმე მიხვდა, რომ მოვიმატე - ყველამ მითხრა. საერთოდ არაფრის ხალისი აღარ მქონდა, ინერციით ვაკეთებდი საქმეს. ხოდა, გთხოვთ, ვინც ამას წაიკითხავთ, აღარასდროს მითხრათ თქვენი აზრი გასუქებაზე, არც გახდომაზე. გთხოვთ!.“ - წერს მსახიობი.

სხვა სიახლეები