აბიტურიენტების საყურადღებოდ! - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
1785741367
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა დენის სალუქვაძემ, სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილე წარუდგინა. მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ამირან თავდგირიძე დაინიშნა.
ამირან თავდგირიძე პროფესიით სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის სპეციალისტია. აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.