წყალი 23 საათამდე შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს

წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, დიდუბე, გიორგი ცაბაძის ქ. N 3გ-სთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 13:30 დან 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგი ცაბაძის ქუჩას.