„შერბეთის“ ვარსკვლავი ნარკოტიკების სკანდალის გამო, სერიალიდან გაუშვეს - ხმაური გადასაღებ მოედანზე
1785740289
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მობილური ტელეფონები და თანხა გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.