1763657118
76 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ზაურ კალანდია
76 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი ზაურ კალანდია.
იგი ქ. ზუგდიდში დაიბადა.
მან დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ასევე იყო "ცისკრის" ლიტერატურული თანამშრომელი, პროზის განყოფილების გამგე.
იყო მთავარი რედაქტორი 1992 წლიდან.
გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული, ავტორია კინოსცენარებისა და პუბლიცისტური წერილების.
მას დარჩა სამი შვილი.











