The Wall Street Journal: არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს ფარულად ბომბავდა

ირანი

არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანს ფარულად ბომბავდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ირანის სანავთობო ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ფარულად ბომბავდა.

როგორც გამოცემას წყაროები უყვებიან, ერთ-ერთი დარტყმა აპრილში კუნძულ ლავანზე განლაგებულ ირანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა. თავდასხმის შედეგად ქარხანაში ცეცხლი გაჩნდა.

ირანმა საკუთარი ობიექტების დაბომბვა დაადასტურა და საპასუხოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ქუვეითის ტერიტორიები დაბომბა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აშშ არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმას არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მაშინ ბოლომდე სტაბილური არ იყო. უფრო მეტიც, ვაშინგტონი მოკავშირეების ასეთ მოქმედებას მიესალმა.