პეკინში ტრამპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა - CNN

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში დაეშვა - ჩინეთის დედაქალაქში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა.

წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ადგილობრივი დროით ხუთშაბათს დილიდან, პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან ორდღიან, უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებს დაიწყებს.

მისი ვიზიტის პირველი დღის განრიგი ასეთია:

08:00 სათი: პრეზიდენტი სამუშაო დროს დაუთმობს შიდა საკითხებს, რაც პრესისთვის დახურული იქნება.10:00 საათი: ხალხთა დიდ დარბაზში გაიმართება სი ძინპინთან შეხვედრის ოფიციალური ცერემონია. ამის შემდეგ ლიდერები გამართავენ შეხვედრას, რომლის გარკვეული ნაწილი მედიისთვის ღია იქნება.18:00 საათი: დღის ბოლოს დაგეგმილია სახელმწიფო ბანკეტი ორი ქვეყნის ლიდერის მონაწილეობით, რომელსაც ასევე დაესწრება პრესა.