38 წლის კახა შამილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

კახა შამილი

38 წლის კახა შამილს, რომელიც უკვე 1 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, საზოგადოების დახმარება სჭირდება. მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, პაციენტის დიაგნოზი ტვინის ქერქის ატროფიაა.

„დღეს გამოწერეს ალადაშვილის კლინიკიდან და სახლში საჭიროებს 24-საათიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას,მას სჭირდება მედიკამენტები,რეანიმაციის განყოფილებაში არსებული ყველა აპარატი, ჰიგიენური საშუალებები, მასაჟისტი და ა.შ.

კახას არ აქვს საყოველთაო დაზღვევა, ოჯახი არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და ამოწურა ყველანაირი რესურსი“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც შამილის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხის გადარიცხვა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშებზე:

#GE52BG0000000541397808 - "საქართველოს ბანკი", იამზე გელაშვილი

#GE04TB7256145061100131 - "თიბისი ბანკი" - მარიამ შამილი

GE85LB0211135118762000 - "ლიბერთი ბანკი".