34 წლის ქალმა პირველად ტანზე თევზის სუნი 6 წლის ასაკში შენიშნა - ის უკვე წლებია უშედეგოდ ცდილობს ამ სუნის მოშორებას

სუნი

41 წლის დიდი ბრიტანეთში მცხოვრებ ქალს იშვიათი დაავადება აქვს, რომელიც ცნობილია თევზის სუნის სინდრომით. იგი მრავალი წელია უშედეგოდ ცდილობს ამ სუნის მოშორებას, თუმცა უშედეგოდ.

კელი ფიდო-უაიტი რენტგენოლოგია,  მას 34 წლის ასაკში, ოფიციალურად დაუდგინდა დიაგნოზი ტრიმეთილამინურია (თევზის სუნის სინდრომი). ეს არის იმდენად იშვიათი დაავადება, რომ სულ დიაგნოსტირებულია 100 შემთხვევა. ამ დაავადების მქონე ადამიანები უჩივიან სხეულის ძლიერ უსიამოვნო სუნს, რომელიც შეიძლება შედარდეს თევზის, ხახვის და ფეკალიების სუნს.

ქალის გადმოცემით, პირველად სიმპტომები შენიშნა 6 წლის ასაკში: მის შარდს ჰქონდა გაფუჭებული თევზის სუნი. წლების შემდეგ, როდესაც ფიდო-უაიტმა მიაღწია სქესობრივი მომწიფების ასაკს, პრობლემა კიდევ უფრო დამძიმდა. ის დღეში რამდენჯერმე ბანაობდა და ვერც კი ვარაუდობდა, რომ ეს უშედეგო იყო და პირიქით აღრმავებდა სიტუაციას. ამ დაავადების მქონე ადამიანები ჩვეულებრივ, შხაპის შემდეგ, თავს უარესად გრძნობენ, რადგანაც ცხელი წყლის ზემოქმედებით კანის ფორები იხსნება და სუნი უფრო შესამჩნევი ხდება.

სამსახურში ფიდო-უაიტი ორჯერ იცვლიდა უნიფორმას და იყენებდა დიდი რაოდენობით დეზოდორანტს, მაგრამ მას მაინც რეგულარულად აყენებდნენ შეურაცხყოფას. იმის შიშით, რომ სხვა ადამიანები შეამჩნევენ მის სუნს, ქალი სახლში გამოიკეტა. ის იძულებული იყო ღამის ცვლაში ემუშავა და ხშირად ჰქონდა დეპრესიის შეტევები.