1792336718
2–25 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის კომიკური ოპერა „სიყვარულის ნექტარი“ გაიმართება
22–25 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის კომიკური ოპერა "სიყვარულის ნექტარი" გაიმართება.
მაყურებელი იხილავს კოლუმბიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ფერნანდო ბოტეროს მიერ შექმნილ გამორჩეულ ვერსიას, რომლის სცენოგრაფიაშიც მისთვის დამახასიათებელი, უტრირებული ფორმები და ფერადოვნება იკვეთება.
სპექტაკლის მხატვარი და სცენოგრაფია ფერნანდო ბოტეროს ეკუთვნის, რეჟისორია ვიქტორ გარსია სიერა. წარმოდგენაში თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი და ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.










