„19 წლის იყო... სასწავლებლად ჩავიდა ქალაქში და ასე გაწირეს...“ - ცნობილია ბიჭის ვინაობა, რომელიც წუხელ მოკლეს

ალეკო

თბილისში, „რატის ბარში“ მოკლული ბიჭი 19 წლის ალეკო შაკიაშვილია. 

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს 8 საათის განმავლობაში ატარებდნენ. ამასთან, სამართალდამცველებმა „რატის ბარი“ დალუქეს.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ამ ეტაპზე, უცნობია.

მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„ალეკო, როგორ დამენანე... რა დიდი ტკივილი ხარ ყველასთვის... უფალმა ნათელში გამყოფოს“; „საცოდავი ბავშვი, სასწავლებლად ჩავიდა ქალაქში და ასე გაწირეს, ვიღაც სადისტებმა“ - წერენ მოკლულის ახლობლები.