ყოფილი მეუღლის დაჭრისთვის ბრალდებული ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა - ნახეთ მიზეზი

სასამართლო სხდომა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიდუბეში ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული ლევან ასლანიშვილის საქმის წარმოება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა გახდა, რომლითაც დასტურდება ლევან ასლანიშვილის ფსიქიკურად შეურაცხადობა.

მოსამართლე დავით შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებული მაქსიმალური ვადით ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში გაივლის მკურნალობას.

დაზარალებული მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

ცნობისთვის, 23 მაისს, ლევან ასლანიშვილმა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეს - დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.