ვინ არის ყოფილი ცოლის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

ლეონიდე ზვიადაძე

თერჯოლაში, ყოფილმა ქმარმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

შემთხვევა სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. მომხდარის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო კაცმაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მკვლელობაში ბრალდებულის სახელი და გვარი უკვე ცნობილია. ის 40 წლის ლეონიდე ზვიადაძეა, რომელსაც შემაკავებელი ორდერი ადრეც ჰქონდა გამოწერილი. როგორც ახლობლები ამბობენ, მათ კონფლიქტი ადრეც ჰქონიათ. ამჯერად მას ცოლთან შერიგება უნდოდა.

როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.