1733829921
ვინ არის სასტიკად მოკლული ქალი - „ქმარს იყო გაშორებული, მარტო ცხოვრობდა“
თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. 36 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული. ის თავის საძინებელ ოთახში წამებით გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო ეჭვმიტანილი, ქალის ნათესავი 41 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.
მოკლული ქალი მარიამ ბუთხუზია, ოჯახის წევრებმა მის მშობლიურ სოფელ მუხრანში უკვე დაკრძალეს.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
მეზობლები ამბობენ, რომ 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ქალთან ხშირად მოვიდოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა.
„რომ ამოვიარე შემოღობილი იყო უკვე, ბევრი პოლიციელი იყო და რაღაცას ეძებდნენ. დღემდე არ ვიცი, რა მოხდა. მეუღლე არ ჰყავდა, შვილი დარჩა“, - ამბობს მეზობელი.
41 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.